ალექსანდრ ვერშბოუ: ნატო უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობის მინიჭებას არ ჩქარობს, ვინაიდან რუსეთის ახალი აგრესიის ეშინია

ალექსანდრ ვერშბოუ: ნატო უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობის მინიჭებას არ ჩქარობს, ვინაიდან რუსეთის ახალი აგრესიის ეშინია

ნატო არ ჩქარობს უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობის მინიჭებით, ვინაიდან რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის პროვოცირების ეშინია, - ამის შესახებ კიევის ფორუმის ონლაინდისკუსიის ფარგლებში ნატოს გენმდივნის ყოფილმა მოადგილემ, „ატლანტიკური საბჭოს“ საპატიო წევრმა, ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ნატოს ყოყმანისა და ერთიანობის ნაკლებობის გამო რუსეთის ქმედებები უფრო თამამი გახდა.

„ნატოს წევრები იმეორებენ 2008 წელს გაცემულ პირობას, რომლის თანახმადაც მომავალში უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან, მაგრამ ნატოს წევრებს არ იჩენენ ამ მიმართულებით წინსვლის სურვილს, ვინაიდან რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის პროვოცირების ეშინიათ“, - განაცხადა ვერშბოუმ.