ოზურგეთის თეატრი - ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი კერა, ფონდ „ქართუს“ მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტის ფარგლებში გადარჩა და აღდგა, - ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
„საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“-ს 2002-2020 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 13 თეატრის სარესტავრაციო და ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაოები აქვს დაფინანსებული: რუსთაველის; მარჯანიშვილის; თუმანიშვილის; დუმბაძის; გრიბოედოვის; გაბრიაძის; თავისუფალი თეატრის; თბილისის სომხური თეატრის; ოპერის და ბალეტის თეატრის; ბათუმის; სენაკის; ზუგდიდის; ოზურგეთის.
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი კერაა რომელიც ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტის ფარგლებში გადარჩა და აღდგა! პროექტის ბიუჯეტმა შედგინა 24’187’660.00 ლარი.
სრულად აღდგა თეატრი. განახლდა თეატრის სრული ტექნიკური აღჭურვილობა, მოეწყო დიდი და მცირე სცენის თანამედროვე მექანიზაციის, განათების და გახმოვანების სისტემები. სრულად გარემონტდა თეატრის დიდი და მცირე სცენა, სარეპეტიციო ოთახები, გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, რადიო თეატრი, მოეწყო სამუზეუმო სივრცე და სხვა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრი აღჭურვილია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით; თეატრი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. დღეს ახლად რეაბილიტირებულ შენობაში, 4-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, 153-ე სეზონს დასი გახსნის ნოდარ დუმბაძის მოთხრობებზე შექმნილი სპექტაკლის პრემიერით - „მონატრება - ნუ გააღვიძებ““, - წერს მეგრელიშვილი.