დავით ქართველიშვილი: სასიხარულო ამბავია ოზურგეთის  თეატრის ახალი სიცოცხლე, რაც მას ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ქართუმ აჩუქა

დავით ქართველიშვილი: სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახალი სიცოცხლე, რაც მას ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ქართუმ აჩუქა

"სასიხარულო ამბავია ოზურგეთის  თეატრის ახალი სიცოცხლე, რაც მას ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ქართუმ აჩუქა" - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. 

"რა თქმა უნდა სასიხარულო ამბავია - ოზურგეთის განახლებული თეატრის მეორე სიცოცხლე, რაც ამ ვირტუალურ/პანდემიურ წუთისოფელში, მას ბიძინა ივანიშვილმა და  ფონდმა "ქართუმ" აჩუქა. 

ჩვენ იმდენად მიგვაჩვიეს პოლიტიკური შიზოფრენიით ინტოქსიკაციას, იმდენად გადავბარგდით მოწამლულ საინფორმაციო სივრცეში - რომ თითქოს და ელემენტარულ, ოდესღაც ჩვეულ, ქართული ბუნებისთვის დამახასიათებელ ფასეულობებს ხელოვნურად ჩამოგვაცილეს. არა და იმ დროს, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით მხოლოდ წელს უდიდესმა ხელოვანებმა გადაინაცვლეს ზეციურ საქართველოში - თემურ წიკლაური, ანზორ ერქომაიშვილი, კახი კავსაძე, გურამ დოჩანაშვილი, ზურაბ დოიჯაშვილი, ზურაბ რთველიაშვილი... - საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მუსიკალურ, თეატრალურ, ფოლკლორულ კუთხეში ძირძველი, უნიკალური, დუმბაძისეული ტრადიციების მქონე რესტავრირებული თეატრის გახსნა ათმაგად უნდა გვიხაროდეს, მათ შორის იმ ჩვენი უდიდესი თანამემამულეების მაგივრადაც.

ამოვიდა ყელში კოვიდიც, პოლიტიკაც, ჩვენს გარშემო გაუთავებელი ომები თუ კრიზისები. ქვეყანა, რომელსაც ამ შიდა თუ საგარეო საგიჟეთის დროს ძალუძს თეატრების გახსნა - მთლად დაღუპული არ უნდა იყოს".