მიხეილ სარჯველაძე ზურაბ ადეიშვილზე: არც მქონია ოდესმე განცდა, რომ ამ ხალხისთვის საქართველოს მოქალაქეობა რამე განსაკუთრებულს ნიშნავს

მიხეილ სარჯველაძე ზურაბ ადეიშვილზე: არც მქონია ოდესმე განცდა, რომ ამ ხალხისთვის საქართველოს მოქალაქეობა რამე განსაკუთრებულს ნიშნავს

არც მქონია ოდესმე განცდა, რომ ეს ხალხი საქართველოს მოყვარული ხალხია და საქართველოს მოქალაქეობა მათთვის რამე განსაკუთრებულს ნიშნავს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ზურაბ ადეიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შეფასებისას განაცხადა.

„შესაბამისად, პირადი კარიერის მოწყობისთვის შეიძლება იყოს ეს ნაბიჯი გადადგმული მათი მხრიდან. ასეთია მათი დამოკიდებულება. შესაბამისად, ნამდვილად არ მიკვირს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს თავისივე სურვილით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.