„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მდგომარეობა, რომელშიც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა, არის მათივე არალოგიკური, არაპრაგმატული და არარაციონალური წარმოდგენების შედეგი.
„ნაცმოძრაობამ“ იმხელა ზიზღისა და აგრესიის ურჩხული შექმნა ხელისმომწერი პარტიების წინააღმდეგ, რომ პარლამენტში შესვლა არის დანაშაული, რომ ეს ურჩხული ახლა თვითონ „ნაცმოძრაობას“ უპირებს შთანთქმას. ეს არის არალოგიკური, არაპრაგმატული და არარაციონალური წარმოდგენების შედეგი“, - აცხადებს მანჯგალაძე.