პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა არის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა.
„თუ ამას ადამიანური ან მოქალაქეობრივი კუთხით შევაფასებთ, როდესაც, ყოფილი მაღალჩინოსანი უარს ამბობს იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, სადაც მაღალ თანამდებობას იკავებდა, ეს ძალიან ცუდი ფაქტია და აჩვენებს მის დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს თავისივე სურვილით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.