საარჩევნო რეფორმაზე ოპოზიციის მოსაზრებები გაზიარებულია, რამდენიმე საკითხი დარჩა, რაზეც მოლაპარაკება მიმდინარეობს, - ამის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს აქვთ განსაკუთრებული მოთხოვნები და არც გადახრა შარლ მიშელის დოკუმენტისგან.
„მათაც კარგად ესმით, რომ დოკუმენტი იმ შეთანხმებას უნდა პასუხობდეს, რომელიც აისახა შეთანხმებაში. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე საბოლოოდ შევთანხმდით. მოადგილის საკითხია ღიად დარჩენილი, რაზეც დღეს ვიმსჯელებთ. პრინციპულად შეუთანხმებელი საკითხები არ არის. თავმჯდომარის არჩევა შარლ მიშელის დოკუმენტით არის გაწერილი და ამაზე განსხვავებული პოზიცია არავის დაუფიქსირებია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.