საპარლამენტი უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“ რადიკალურ პარტიებად ჩამოყალიბდნენ, რადგან შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერენ.
„სამწუხაროდ, რიგი დეპუტატები და პარტიები არ უერთდებიან 19 აპრილის შეთანხმებას - „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“. სამწუხაროდ, ეს 3 პარტია ჩამოყალიბდა, როგორც ამ ქვეყანაში რადიკალური პარტია. უარს ამბობენ, რომ ამ შეთანხმებას შეუერთდნენ. სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს დღეს. ფაქტია, რომ მათ საკუთარი თავი ჩაიყენეს ისეთ მდგომარეობაში, საიდანაც მათთვის კარგი გამოსავალი თითქმის აღარ არსებობს. აქვთ ორი არჩევანი. ან აღიარონ, რომ მათი დესტრუქციული დღის წესრიგი დამარცხდა, ამ დამარცხების აღიარებით ხელი მოაწერონ შეთანხმებას და შევიდნენ პარლამენტში, მოექცნენ დემოკრატიულ კალაპოტში, რასაც მათგან მათივე და ჩვენი დასავლელი მეგობრები ითხოვენ, ან დარჩნენ გარეთ, არ იყვნენ პარლამენტის ნაწილი და სრულად მარგინალიზდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.