დღეს საამაყო დღეა, გილოცავთ - პარლამენტის თავმჯდომარემ 1981 წლის 13 მაისს დინამო თბილისის მიერ მოპოვებული გამარჯვება გაიხსენა

დღეს საამაყო დღეა, გილოცავთ - პარლამენტის თავმჯდომარემ 1981 წლის 13 მაისს დინამო თბილისის მიერ მოპოვებული გამარჯვება გაიხსენა

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ პლენარული სხდომის დაწყებამდე ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს 13 მაისი მიულოცა.

„არ შემიძლია, არ აღვნიშნო დღევანდელი დღე, რომელიც მართალია, 40 წლის წინ იყო და არ მივულოცო ის დიდი გამარჯვება ჩვენს ქართველ სპორტსმენებს. დღეს 13 მაისია და ნამდვილად საამაყო დღეა. იმედს ვიტოვებ, რომ გამარჯვებებს, რომლებიც სპორტის სხვა სახეობებშიც გვაქვს, როგორებიცაა რაგბი, ჩოგბურთი, ძალოსნობა, კალათბურთი და ასე შემდეგ, მათი საამაყო წარმომადგენლები მიგვაღწევინებენ დიდ შედეგებს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამოს“ 1981 წლის 13 მაისის წარმატებიდან 40 წელი გავიდა - თბილისის „დინამომ“ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში გამარჯვება მოიპოვა.