საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. აღნიშნული ინფორმაცია სემეკის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა.
გავრცელებულ ინფორმაციაში დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ ყველას სურვილი და მიზანია, რაც შეიძლება მოკლე დროში დავამარცხოთ COVID-19 - ამისთვის კი აუცილებელია ვაქცინაცია.
„დღეს ავიცერი „სინოფარმის“ ვაქცინით. ვაქცინაცია არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი COVID-19-ის წინააღმდეგ. ჩემთან ერთად „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ ჩემი კოლეგები, სემეკის წევრები გიორგი ფანგანი და გოჩა შონია. უახლოეს დღეებში არაერთი ახლობელი, ნათესავი თუ ნაცნობი აპირებს ვაქცინაციას. ყველას სურვილი და მიზანია, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დავამარცხოთ COVID-19, დავაღწიოთ თავი პანდემიას, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს - ამისთვის კი აუცილებელია ვაქცინაცია. ვაქცინაციით დავამარცხებთ COVID-19-ს! #ვაქცინაგვიცავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.