ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა შეაფასა. დიპლომატის თქმით, პოლიტიკური პროცესი წინ მიდის, რაც კარგია.
„ვფიქრობ, მატარებელი მოძრაობს და ეს კარგია“, - განუცხადა ჟურნალისტებს კარლ ჰარცელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. მას ხელი უკვე მოაწერეს „ქართულმა ოცნებამ“ და „გირჩმა“.