აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა.
„ჩვენ ძალიან გვამხნევებს დადებითი რეაგირება. ვიმედოვნებთ, რომ შექმნილი კრიზისი გადაიჭრება და პარტიები ერთობლივ კონსტრუქციულ მუშობას გააგრძელებენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. მას ხელი უკვე მოაწერეს „ქართულმა ოცნებამ“ და „გირჩმა“.