ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი: „ქართული ოცნების“ მიერ დოკუმენტის ხელმოწერა ნიშნავს, რომ პარტია ღიაა

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი: „ქართული ოცნების“ მიერ დოკუმენტის ხელმოწერა ნიშნავს, რომ პარტია ღიაა

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული დოკუმენტის ხელმოწერას და აღნიშნა, რომ ეს კრიზისი გადასალახად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი პირველ დოკუმენტს და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს მისასალმებელია. ეს ნიშნავს, რომ პარტია ღიაა. ეს არის ის გზა, რომლის დახმარებითაც ქვეყანას შეუძლია პოლიტიკური კრიზისი გადალახოს. ჩართულობა მისასალმებელია და ეს გვიხარია. ახლა საჭიროა მაგიდასთან დასხდომა, საუბარი, მოლაპარაკება და შეთანხმება“ - აღნიშნავს ევროპარლამენტარი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. მას ხელი უკვე მოაწერეს „ქართულმა ოცნებამ“ და „გირჩმა“. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპელი მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს „ლელოც“ მოაწერს.