„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „გირჩის” წარმომადგენლები პარლამენტის შენობაში შემოვლენ არა როგორც მოქალაქეები, არამედ შემოვლენ დეპუტატის საშვებით.
პაპუაშვილის თქმით, იმის მცდელობა, რომ სიმბოლურად თავი დაიძვრინონ, თითქოს თან შემოსული არიან, თან არა, არასერიოზულია.
„კი ბატონო, დერეფნებში იყვნენ, არ არის პრობლემა, მაგრამ სჯობს, კომიტეტებში იყვნენ. ვერავის ვერაფერს ვერ დავაძალებთ. ჩვენ შეთანხმებისკენ მივდიოდით არა იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება, ეს სჭირდება მათ ამომრჩეველს, მათ შორის “გირჩის” ამომრჩეველს. მათ სურთ, რომ მათი წარმომადგენელი იყოს პარლამენტში და იმ პროგრამაზე ისაუბროს, რაც პარტიამ შეიმუშავა. მათი შესვლა სხდომათა დარბაზში სჭირდება არა „ქართულ ოცნებას”, არამედ მათ ამომრჩეველს", - განუცხადა ჟურნალისტება შალვა პაპუაშვილმა.