მიუღებელია მედიაციის პროცესში პრობლემად აყენებდე პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და დესტრუქციული ოპოზიციის მოსათოკად კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების დავალებას აძლევდე სახელმწიფოს - წერს ფეისბუქის გვერდზე იურისტი თამთა მეგრელიშვილი.
მისი თქმით, არათანმიმდევრული და სამარცხვინოა შეცვალო უმრავლესობის მიერ უკვე ხელმოწერილი დოკუმენტი.
„ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ კომპილაციურ დოკუმენტზე ხელმოწერით "ქართულმა ოცნებამ" ჯანსაღი პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დააყენა ოპოზიციური ძალები, რათა ეცადათ ნამდვილი ოპონირების რეჟიმში მუშაობა, რაც ისევ არ მოისურვეს!
სახელისუფლებო გუნდის მიერ უკვე ხელმოწერილი კომპილაციური დოკუმენტი, გაჯიუტებული ქუჩა-ქუჩა მორბენალი ოპოზიციის მოსათვინიერებლად, ისევ შარლ მიშელმა შეცვალა.
არათანმიმდევრული და სამარცხვინოა შეცვალო უმრავლესობის მიერ უკვე ხელმოწერილი დოკუმენტი;
მიუღებელია მედიაციის პროცესში პრობლემად აყენებდე პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და დესტრუქციული ოპოზიციის მოსათოკად კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების დავალებას აძლევდე სახელმწიფოს.
იცით, ქართველი ხალხი და ჩვენი მოქალაქეები ძალიან დაიღალნენ!
იცით, ჩვენ სახელმწიფო გვაქვს, სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც არ გვსურს კანონზე მაღლა ვინმე დადგეს!
ჩვენ გვსურს ბოლოსდაბოლოს "პოლიტიკური ყვარყვარიზმის” ეტაპი დასრულდეს. პატივს გცემთ, გისმენთ, გიღიმით, მაგრამ თავმოყვარეობა გაგვაჩნია!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.