ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
:მაინც მქონდა იმედი, რომ საქართველოში შემოსული საერთაშორისო მედიატორი, როგორც მინიმუმ, ზერელედ მაინც შეისწავლიდა ქვეყნის ბოლო ორსაუკუნოვან ისტორიას. შეისწავლიდა, რა ბედი ერგო მეფის რუსეთის გენერალ-გუბერნატორებთან ჩვენი წინაპრების დამოკიდებულებას, რითი დასრულდა ამ ქვეყნის მართვის ისტორია სკკპ-ს მეორე მდივნების დონეზე.
მთელი ამ მრავალთვიანი ფასილიტაცია/მედიაციის განმავლობაში მანტრასავით ვიმეორებდით "პარტნიორული" ურთიერთობები, ვცდილობდით ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი იმის შეხსენებას, თუ რა დიდი ზვარაკი შესწირა რეგიონში საქართველომ იმისთვის, რომ ერთადერთს შეენარჩუნებინა არა პანთურქული თუ პრორუსული, არამედ პროდასავლური კურსისადმი თავისი ერთგულება.
მაშინაც კი, როდესაც ერთპიროვნულად, მოქმედი ხელისუფლება ხელს აწერდა შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც ბევრ კითხვებს ბადებდა მის მხარდამჭერებში - გვეგონა, რომ პარტნიორული დამოკიდებულება გადაფარავდა შიდაპოლიტიკურ უხერხულობებს, რომლებსაც ეს დოკუმენტი უქმნიდა "ქართულ ოცნებას". როგორც მინიმუმ, გვეგონა რომ ჩვენი პარტნიორები ამ მიდგომას გაგებით მოეკიდებოდნენ.
სერიიდან - "რა გამოვიწერეთ და რა ჩამოვიდა" - მივიღეთ აბსოლუტურად არაპარტნიორული, დამამცირებელი, ეგზარქოსებისა და ცეკას მეორე მდივნებისთვის დამახასიათებელი, თუ გნებავთ, "შულერული" დამოკიდებულება: ბოლო მომენტში ხელისუფლებას ხელმოსაწერად შესთავაზეს დოკუმენტის ისეთი სამარცხვინო ვარიანტი, რომელსაც არც ქვეყნის სუვერენიტეტთან, არც სახელმწიფოებრიობასთან არაფერი საერთო არა აქვს. ეს არის ნეონეანდერტალიზმის წამახალისებელი ქმედება, რომელიც კოლონიალურ ეპოქაში დამპყრობელს თუ შეესაბამებოდა.
ამ დაუსრულებელი პროცესის შემდეგი ნაბიჯი ალბათ იქნება ქართველი ხალხისადმი საერთაშორისო მედიატორების მიერ მოწოდება - საჯარო დაჩოქებით, ბოდიში მოუხადონ ნაცსექტას თავისი არსებობის გამო ამ ქვეყანაში. ან მოუწევთ ბოლო ბოლო ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. ამას უკვე დავიღალეთ - აღარ ჰქვია. ისეთ ცეცხლს ეთამაშებიან - მთლიანად რეგიონს გადაწვავენ“ ...