შარლ მიშელის წინადადების თანახმად, ოპოზიციის დეპუტატებისთვის 5 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა იყოს გამოყოფილი

შარლ მიშელის წინადადების თანახმად, ოპოზიციის დეპუტატებისთვის 5 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა იყოს გამოყოფილი

ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები 5 საპარლამენტო კომიტეტს უნდა ხელმძღვანელობდნენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ წინადადებაშია ნათქვამი.

„ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იყოს 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერთობების კომიტეტი. ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იყოს თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა“, - ნათქვამია შარლ მიშელის წინადადებაში.