ზურაბ ჯაფარიძე შარლ მიშელის წინადადებაზე: დოკუმენტი არ მომწონს, არ მჯერა, რომ ის კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას

ზურაბ ჯაფარიძე შარლ მიშელის წინადადებაზე: დოკუმენტი არ მომწონს, არ მჯერა, რომ ის კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას

ზოგადად, დოკუმენტი არ მომწონს. არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას, - ასე შეაფასა ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალი წინადადება. „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას იმის შესახებ მოაწერს თუ არა ხელს შეთანხმებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

„თუმცა აქ კარგი ის არის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი არის უფრო კარგად გაწერილი. ხელის მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს. ჩვენ გვითხრეს, რომ გვექნება დრო, მოვიფიქროთ და მათ შორის ერთმანეთთანაც გვქონდეს კონსულტაციები. ვაპირებ წავიდე პარტიაში, მქონდეს კონსულტაციები სხვა პარტიებთანაც და ამისა შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს. თუმცა მე ასევე არ მჯერა, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერის გარეშე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა.