შარლ მიშელის ახალი წინადადების თანახმად, შეთანხმების ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა

შარლ მიშელის ახალი წინადადების თანახმად, შეთანხმების ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა

შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ან ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რაც ეკვივალენტურ შედეგს გამოიღებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ წინადადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ან ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რაც ეკვივალენტურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების ფარგლებში ყველა დარღვევასა და საბრალდებო განაჩენზე ამნისტიის კანონის ინიცირებას მოახდენს. უფრო მეტიც, პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა უნდა გადაჭრას კანონმდებლობასა და საჭიროების შემთხვევაში, რეგლამენტში ცვლილებების შეტანით და საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნისთვის უბრალო უმრავლესობაზე უფრო დიდი ბარიერი მოითხოვოს“, - ნათქვამია შარლ მიშელის წინადადებაში.