2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს

2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს

2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, თუ პარტია „ქართული ოცნება“ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ წინადადებების პაკეტში წერია.

„2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული შეთავაზების შედეგად, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, თუ პარტია „ქართული ოცნება“ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან, მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებში და ამ შეთანხმების განსახორციელებლად. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია“, - ნათქვამია შარლ მიშელის წინადადებაში.