ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ეხლა, ამ წუთებში, ამერიკის საელჩომ ოფიციალურად და ცალსახად მოუწოდა ოპოზიციას, რომ მოაწერონ ხელი მედიაციის შედეგად შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც უკვე ხელმოწერილია "ქართული ოცნების" მხრიდან.
ეს განცხადება, რომელიც "ფეისბუკშია" გამოქვეყნებული, არაფერს ნიშნავს ოპოზიციისათვის. მთავარია რას იტყვის მათი კურატორი მოსკოვში, ლუბიანკაზე, ფეესბეს მაიორი ივან ლეონიდოვიჩი.
თუმცა, მას კვირას სასტიკი პახმელია აქვს ხოლმე, ხშირი შებრუნებით სიმთვრალეში, და არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ოპოზიციას რამე დირექტივა გამოუგზავნოს 17:00-ზე დაგეგმილი შეხვედრის წინ, ევროკავშირის ოფისში.
ალბათ, ლიაკა ცდილობს, როგორმე დაეკონტაქტოს "ტელეგრამით", ან "სიგნალით" ფეესბეს უშუშროების სკოლის პრაქტიკანტ ლიოშას მაინც, ივან ლეონიდოვიჩის მარჯვენა ხელს, რომელიც არ პასუხობს, იმიტომ რომ, ის თავის მეგობარ გოგონასთან, ნატაშასთან ერთად, მოსკოვის შემოგარენში, ტყეში, სოკოების საკრეფად არის წასული.
თუ ივან ლეონოდვიჩმა და ლიოშამ აქ, საქართველოში, რევოლუცია ჩვენი ოპოზიციის ხელით მოახდინეს, მათ აქვთ იმედი, რომ დააწინაურებენ და უფრო დიდ სახელმწიფოს, მაგალითად, ყაზახეთს ჩააბარებენ. ლიოშა დარწმუნებულია, რომ კარგი სადიპლომო ნამუშევარი გამოუვა.
ლიაკას კი იმედი აქვს, რომ არაყ "სტალიჩნაიას" მაგივრად, რამე უფრო უკეთესს, მაგალითად, "აბსოლუტს" ან სულაც "ბელუგას" გამოუგზავნიან ხოლმე, რაც ნაკლები სიმწვავის ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას იწვევს ხოლმე".