18 აპრილს ქუთაისში წვიმა და +27 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ ოზურგეთშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +23 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ფოთში. +22 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +24 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +9 გრადუსი და წვიმა არის მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში წვიმიან დღესა და +19 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმა და +20 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ბაკურიანშიც. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
წვიმაა მოსალოდნელი გორში. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი გუდაურში. +11 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. წვიმაა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. აქაც იწვიმებს.
წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც იწვიმებს.
რუსთავში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს. ღამით კი +12 გრადუსია. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში წვიმაა მოსალოდნელი.