ირაკლი ქადაგიშვილი: საპატრიარქოს დავით გარეჯთან და „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკმაოდ ნათელი პოზიცია აქვს

ირაკლი ქადაგიშვილი: საპატრიარქოს დავით გარეჯთან და „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკმაოდ ნათელი პოზიცია აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საპატრიარქოს დავით გარეჯთან და „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკმაოდ ნათელი პოზიცია აქვს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით საპატრიარქოს პოზიცია დავით გარეჯთან დაკავშირებით. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ბერები ათწლეულების განმავლობაში იცავდნენ ამ ისტორიულ სამართლიანობას, რომელსაც დღეს საკმაოდ მკაფიოდ სახელმწიფოც მიჰყვება. რაც შეეხება „ნამახვანჰესს“, აქაც საპატრიარქოს საკმაოდ ნათელი პოზიცია აქვს. ის, როგორც აპრიორი საქართველოსთვის კეთილმოსურნე ინსტიტუტი, რა თქმა უნდა, ამბობს, რომ ამ ორი საკითხის დაკავშირება ერთმანეთთან არ შეიძლება“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

16 აპრილს „ნამახვანჰესის“ საკითხზე საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, „ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის საკითხები განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის.