გურამ მაჭარაშვილი: დავით გარეჯისა და ნამახვანჰესის საკითხებს შორის პარალელების გავლება კატეგორიულად დაუშვებელია

გურამ მაჭარაშვილი: დავით გარეჯისა და ნამახვანჰესის საკითხებს შორის პარალელების გავლება კატეგორიულად დაუშვებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ლოგიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ დავით გარეჯისა და ნამახვანჰესის საკითხებს შორის დიდი სხვაობაა.

„დავით გარეჯისა და ნამახვანჰესის საკითხებს შორის პარალელების გავლება კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან ეს აბსოლუტურად დამოუკიდებელი საკითხებია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი და ლოგიკურია საპატრიარქოს პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

16 აპრილს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: „ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ „ნამახვანჰესისა“ და დავით გარეჯის საკითხები განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის“.

როგორც ცნობილია, სოციალური ქსელებით, 9 მაისს აქცია დაიგეგმა, რომელიც ნამახვანჰესსა და დავით გარეჯს ეხება.