გიგი წერეთელი შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე: ეს არაა ვერდიქტი ან საბოლოო გადაწყვეტილება

გიგი წერეთელი შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე: ეს არაა ვერდიქტი ან საბოლოო გადაწყვეტილება

ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მედიატორმა ან საერთაშორისო ორგანიზაციამ შემოგვთავაზა, არ არის ვერდიქტი ან საბოლოო გადაწყვეტილება. ეს იყო ვერსია, რომელიც მედიატორმა შემოგვთავაზა, რათა გაგრძელებულიყო მუშაობა საბოლოო შეთანხმებამდე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„პირველი - არ არის ნათელი, როგორ ხდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება. მეორე - ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნების მიბმა ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე არის უსაფუძვლო და ალოგიკური. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ უნდა გაგრძელდეს ამ საკითხებზე მსჯელობა. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მედიატორმა ან საერთაშორისო ორგანიზაციამ შემოგვთავაზა, არ არის ვერდიქტი ან საბოლოო გადაწყვეტილება. ეს იყო ვერსია, რომელიც მედიატორმა შემოგვთავაზა, რათა გაგრძელებულიყო მუშაობა საბოლოო შეთანხმებამდე“, - განაცხადა წერეთელმა.

16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.

amo ოო, უკვე თანამდებობიდან გამომდინარე ხშირად მოგიწევთ "აზრის" გამოთქმა. არ უნდა გაუსტაბაშებულიყავით, თუ არჩევანი არ გქონდათ ალბათ სჯობდა თქვენც წასულიყავით.
4 წლის უკან