კონგრესმენი ჯერი კონოლი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.
„ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ მთავრობას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულების გარშემო. მოხარული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვალდებულება აიღო, თავისი ძალისხმევა ამ მიზნის მიღწევისკენ მიმართოს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, იგივე გააკეთოს“, - დაწერა კონგრესმენმა Twitter-ზე.