შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს აქვეყნებს

შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს აქვეყნებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს აქვეყნებს.

დოკუმენტს მმართველი პარტიის სახელით პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მოაწერეს ხელი.

16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.