„დღეს, როგორც ლატვია-საქართველოს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პირადად მოვახსენე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ინგრიდ ლევრენცეს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება და მათ შორის, პირადად მოვახსენე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების არსი“ - წერს სოციალურ ქსელში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია.
ელჩი მიესალმა მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას, ხაზგასმით გამოთქვა კმაყოფილება, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მიულოცა პროგრესი და გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს მალე სხვა პოლიტიკური აქტორებიც შემოუერთდებიან.