მარინა კალიურანდი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ შეცვლის გადაწყვეტილებას და მოაწერს ხელს შეთანხმებას

მარინა კალიურანდი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ შეცვლის გადაწყვეტილებას და მოაწერს ხელს შეთანხმებას

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდი იმედს გამოთქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაფიქრდება და საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლის. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მონაწილემ უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს და თუ ეს ასე არ მოხდება, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაჭიანურებაში ისინი იქნებიან დადანაშაულებულები.

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაფიქრდება, შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას და მოაწერს ხელს შეთანხმებას. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერისკენ და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ. შეთანხმების მიღწევით საქართველო უნდა დაუბრუნდეს კრიზისის გარეშე პოლიტიკურ ცხოვრებას. პარლამენტი იქნება წარმომადგენლობითი, პარლამენტში იმუშავებს ოპოზიცია და გაგრძელდება რეფორმებზე მუშაობა. ჩვენ ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ეს სჭირდება საქართველოს მომავალს და ეს სჭირდება ქართველ ხალხს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ოპოზიცია დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. მე მინდა მჯეროდეს, რომ ოპოზიციური პარტიები გაიზიარებენ ამ დოკუმენტს. ყველა მონაწილემ უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს და თუ ეს ასე არ მოხდება, სამწუხაროა, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაჭიანურებაში ისინი იქნებიან დადანაშაულებულები. საქართველო უნდა გამოვიდეს ამ კრიზისიდან და ეს გზა გადის დოკუმენტის ხელმოწერაზე. პირველი ნაბიჯი გადადგმულია და მმართველ პარტიას სხვები უნდა მიჰყვნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველა უყურებს ახლა ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალას. დროა დაიწყოს მუშაობა ნამდვილ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს წინაშეა. წარმომადგენლობითი პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას საარჩევნო კანონმდებლობაზე, მართლმსაჯულების საკითხებზე, პანდემიის გამო შექმნილ პრობლემებზე, კორონავირუსის გამო ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, ვაქცინაციაზე“, - აცხადებს კალიურანდი.

trampi ეი...ევროებო..... თავს რომ იგიჟებდით მიშას გულისთვის, ვნახავთ ეხლ;ა მოგიწეერთ ხელს მიშა??
დედითქვენისა.......... დედითქვენისა ...
.აღშფოთდით აბა ეხლა, აღშფოთდით ....... თუ მიშამ ეგრევე არ ჩაგიშვათ და არ დაგაყოლათ. ზედ .....................სუ ტყუილად გაჭმევდით (იმოდენა) პურსაო .....
4 წლის უკან