სოზარ სუბარი: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ჩვენ გადავდგით შემხვედრი ნაბიჯი და ველოდებით ოპოზიციას

სოზარ სუბარი: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ჩვენ გადავდგით შემხვედრი ნაბიჯი და ველოდებით ოპოზიციას

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზად ვიყავით, თუმცა ოპოზიციამ მზადყოფნა არ გამოთქვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„მედიატორი პირდაპირ ამბობდა, რომ ამ დოკუმენტს ძალა ექნებოდა მაშინ თუ ამ დოკუმენტს ყველა მოაწერდა ხელს. ჩვენ მედიატორებსა და ფასილიტატორ ელჩებს მივეცით დრო, რომ მათ ემუშავათ ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე ჩვენთანაც ჰქონდათ შეხვედრები. როდესაც შეხვედრებმა შედეგი არ გამოიღო ამ დოკუმენტს ჩვენ მოვაწერეთ ხელი“, - განაცხადა სუბარმა.

ამასთან, მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე 40-იან ბარიერს ვერ გადალახავს, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ოპოზიციის მთავარი მოთხოვნის, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხის განხილვა. „მედიატორმა და დანიელსონმა გამორიცხა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ რომ ყველა დაკვირვებიდან ნათლად ჩანს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. თუმცა ჩვენ მაინც გადავდგით ეს ნაბიჯი და ველოდებით ოპოზიციის მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს“, - აღნიშნა სუბარმა.

„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს აწერს.