საინტერესოა, ახლა რა მიზეზით გაჯიუტდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, რომ ხელი არ მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
„საინტერესოა, ახლა რა მიზეზით გაჯიუტდებიან "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები იმისათვის, რომ ხელი არ მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს?
"პოლიტპატიმრების" თემა და ვადამდელი არჩევნები რომ არავის დღის წესრიგში არაა დასავლეთში, თავადაც კარგად იციან.
15 მაისს რამდენიმე ათასიც რომ მივიდეს პარლამენტთან, რა შეიცვლება ამით? 16-ში იქ კობა ხაბაზის & Co-ს მეტი არავინ დარჩება.
ვფიქრობ, რომ პრაგმატულად მოაზროვნე პატარა ოპოზიციური პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ხელი მოაწერონ ევროკავშირის დოკუმენტს და გაეცალონ გაქრობისკენ განწირულ სააკაშვილის პარტიის პოლიტიკურ 'გრავიტაციულ ველს' - წერს აბაშიძე.
„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.