ლევან იოსელიანი: „ქართული ოცნების” მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ვფიქრობ, საკუთარ პოზიციას „გირჩიც“ გადახედავს და საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთვება

ლევან იოსელიანი: „ქართული ოცნების” მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ვფიქრობ, საკუთარ პოზიციას „გირჩიც“ გადახედავს და საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთვება

მგონი, „ქართული ოცნების” მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ვფიქრობ, საკუთარ პოზიციას „გირჩის“ წევრებიც გადახედავენ და გაცნობის გარდა, საპარლამენტო ცხოვრებაშიც ჩაერთვებიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებაზე, რომელმაც თქმა, რომ ორშაბათს პარლამენტში მისვლას გეგმავს.

„მგონი, „ქართული ოცნების” დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, საკუთარ პოზიციას ისინიც გადახედავენ და გაცნობის გარდა, საპარლამენტო ცხოვრებაშიც ჩაერთვებიან. ასე მგონია, რადგან გასაცნობად სიარულში დიდ აზრს ვერ ვხედავ, რადგან თუ პარლამენტში შემოდიხარ, კონკრეტულ საკითხებზე, კანონებზე უნდა იმუშაო და საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღო. ბანერისთვის შემოსვლა და დერეფნებში სასეირნოდ სიარული სერიოზულად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„გირჩი“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „გირჩის“ პარლამენტში მისვლა გულისხმობს ფაქტობრივად, პარტიის გეგმის შესრულების დაწყებას, რომელიც ერთი კვირის წინ გამოაქვეყნეს.

„რეალურად მივდივართ კულუარული საპარლამენტო საქმიანობის დასაწყებად, ადამიანების გასაცნობად“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.