არჩილ თალაკვაძე: „გირჩს“ აქვს სრული უფლება, ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში

არჩილ თალაკვაძე: „გირჩს“ აქვს სრული უფლება, ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში

საქართველოს პარლამენტის კარი ღიაა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ვინც ხალხმა აირჩია და ჯერ კიდევ არ არიან წარმოდგენილნი საკანონმდებლო ორგანოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გირჩს“ აქვს სრული უფლება, ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში. ჩვენი პრიორიტეტია პარლამენტი იყოს ზუსტად ისეთი სახით წარმოდგენილი, როგორც საზოგადოებამ აირჩია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

12 აპრილს ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „გირჩმა“ შეიმუშავა 7 პუნქტი, რომლისგანაც ერთის სერიოზულად განხილვის შემთხვევაშიც კი, მზად არიან, პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცენ და საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ.