არჩილ თალაკვაძე: ახლა ოპოზიციას აქვს კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცოს, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ

არჩილ თალაკვაძე: ახლა ოპოზიციას აქვს კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცოს, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ

ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცონ, რომ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ხაზგასმით ვამბობთ, ეს არ უკავშირდება ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებასა და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, თუ როგორია ,,ქართული ოცნების“ მიდგომა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ და თუ როგორი კონსტრუქციული და ჯანსაღი დამოკიდებულება გვქონდა ჩვენ შემოთავაზებულ პირობებთან მიმართებით.

ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერა არის ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირება. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცონ, რომ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.