შეიარაღებული პირი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ფილიალში იყო შეჭრილი, დაკავებულია, გათავისუფლდნენ მძევლები, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.
„დღეს მოხდა ავლაბრის ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასმხმა. თავდამსხმელი იყო ერთი, რომელმაც აიყვანა მძევლებ. აქტიური საგამოძიები მოქმედებების შედეგად, დაკავებულია თავდამსხმელი, მძევლები გათავისუფლებულდნენ. დაზიანება არავის მიუღია. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თავდამსხმელის მიერ მოთხოვნების თაობაზე და სხვა დეტალებზე, მძევლების რაოდენობაზე დაზუსტებულ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით. დამატებით კომენტარს გავაკეთებთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.