ავლაბარში, სადაც „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ავლაბარში, სადაც „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ავლაბარში, სადაც „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ადგილზე სამრთალდამცავების არაერთი ეკიპაჟია მობილიზებული.

რამდენი ადამიანია მძევლად აყვანილი ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ არც შსს-სა და არც „საქართველოს ბანკში“ არ საუბრობენ.

„დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი თანამშრომლების, ისე მომხმარებლების უსაფრთხოება და ყველაფერს გავაკეთებთ მათი უსაფრთხოებისთვის“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკში“.