დავით სერგეენკო: უმრავლესობიდან წასული დეპუტატებისგან მხოლოდ „ქართული ოცნების“ კრიტიკა მოვისმინეთ, კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთებაა ძნელი

დავით სერგეენკო: უმრავლესობიდან წასული დეპუტატებისგან მხოლოდ „ქართული ოცნების“ კრიტიკა მოვისმინეთ, კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთებაა ძნელი

ეს არ ყოფილა გადინების პირველი ეტაპი, ეს იყო ერთჯერადი ქმედება. ამ ადამიანებმა უნდა აგვიხსნან და დაგვარწმუნონ თავიანთი ნაბიჯების სისწორეში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნებიდან“ 6 დეპუტატის წასვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას გუნდის წევრებს „ქართული ოცნების“ კრიტიკის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ, რაც ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად არ წაადგებათ.

„ყველაზე მთავარი კითხვა არის შემდეგი: ეს პოლიტიკური ძალა რას სთავაზობს საზოგადოებას. ის რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ, იყო კრიტიკა „ქართული ოცნებისადმი“. ალბათ, რაიმე სიბრძნეს არ ვიტყვი, როცა ხაზს გავუსვამ იმას, რომ კრიტიკა მარტივია, საქმის კეთებაა ძალიან რთული. მათ ბოლო დღეების განმავლობაში ოცნების კრიტიკის გარდა, არაფერი უკეთებიათ და ეს არ არის პოლიტიკური კაპიტალი, რის გამოც მათ ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

14 აპრილს „ქართული ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა დატოვა.