პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წვერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ოპოზიციასაც სურს, რაც შეიძლება დროულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.
მისი თქმით, იმისთვის რომ შეთანხმება შედგეს, ორმა მხარემ ერთნაირი ძალისხმევითა და სულისკვეთებით უნდა იმუშაოს.
„ჩვენც გვინდა, რაც შეიძლება დროულად ვიყოთ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ამისთვის ორმა მხარემ უნდა ითამაშოს ერთდროულად, ერთნაირი ძალისხმევითა და სულისკვეთებით, რასაც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
„ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს.