გურამ მაჭარაშვილი: გვსურს, შეთანხმება შედგეს და რადიკალური ფრთის ხმა ისმოდეს საქართველოს პარლამენტში

გურამ მაჭარაშვილი: გვსურს, შეთანხმება შედგეს და რადიკალური ფრთის ხმა ისმოდეს საქართველოს პარლამენტში

ჩვენ გვსურს პოლიტიკური შეთანხმება შედგეს და ოპოზიციის რადიკალური ფრთის ხმა გაჟღერდეს საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„არა მარტო აპატურაის, არამედ ბევრი ამერიკელი და ევროპელი მაღალი თანამდებობის პირის მოწოდება გახლავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ფრთამ შეძლოს და კონსტიტუციური ვალდებულება შეასრულოს - მათი ხმა გაჟღერდეს საქართველოს პარლამენტში, რადგან ეს არის არა მათი, არამედ მათი ამომრჩევლის ხმა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს.