„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

"ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვიდეოგადაღების შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა, შეხვედრას მედიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად. ამასთან, საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში აქციის მონაწილეებთან შესახვედრად სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე, დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი იმყოფებიან.