დავით მათიკაშვილი: დემოკრატია მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას არ გულისხმობს, აპატურაიმ სწორედ ამაზე მიუთითა

დავით მათიკაშვილი: დემოკრატია მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას არ გულისხმობს, აპატურაიმ სწორედ ამაზე მიუთითა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მკაფიო გზავნილებია, რომ დემოკრატია მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას არ გულისხმობს.

მისივე თქმით, დემოკრატიის წიაღში იგულისხმება ოპოზიციის პასუხისმგებლობაც, შეასრულონ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულება.

„არაერთგზის, ძალიან ცალსახა და მკაფიო გზავნილი, მათ შორის ამ შემთხვევაშიც, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან პირდაპირ ოპოზიციას ეკუთვნის. სწორედ მათ გასაგებად არის ნათქვამი, რომ ქვეყანაში, რომელსაც სურს, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოა, დემოკრატია მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას არ გულისხმობს. დემოკრატიის წიაღში ცხადია, იგულისხმება ოპოზიციის პასუხისმგებლობა, შეასრულონ ის ვალდებულება, რომელიც კონსტიტუციით გააჩნიათ. აპატურაიმ სწორედ ამაზე მიუთითა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს