დავით ზარდიაშვილი:  ეს ნამოხვანის კრიზისი უნდა გამოვიყენოთ სწორედ ასეთი სისტემის მშენებლობისთვის და არა პირიქით, რასაცა სჩდიან - რომ ქვეყნას თავზე იმხობენ!

დავით ზარდიაშვილი: ეს ნამოხვანის კრიზისი უნდა გამოვიყენოთ სწორედ ასეთი სისტემის მშენებლობისთვის და არა პირიქით, რასაცა სჩდიან - რომ ქვეყნას თავზე იმხობენ!

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: 

"ისეთი ისტერიაა ატეხილი ამ ნამოხვანზე, ეგება მართლა გვაქცევენ- მეთქი, რომ არ დავიზარე და გუშინ მთელი დღე, ასევე ამ დილითაც ამ ხელშეკრულებას ჩავკირკიტებდი. მართალია, ჩემი სპეციალიზაცია ადმინისტრაციული სამართალია და არა კერძო, მაგრამ იმდენი კი მესმის, რომ ხელშეკრულებაში კანონსაწინააღმდეგო პირობა ვიპოვო, განსაკუთრებით - მიწის განკარგვასთან დაკავშირებით. ვერც ვერაფერი ვიპოვე, რითითაც სამართლებრივად ეს ხელშეკრულება შეიძლება იმგვარად სადავო იყოს, რომ მთელი ქვეყნა ლამისაა ჭკუაზე გადავიდეს.

გამაოგნებელია, მაგრამ სერიოზული ხალხიც კი გადაირია: არიქა, რიონის ხეობა გაგვიყიდა მთავრობამ და "დიდი თურქობა" გვემუქრებაო!

სინამდვილეში - საუბარია, მართალია, თურქების მიერ დაფუძნებულ, მაგრამ ნამდვილად - ქართულ კომპანიაზე, შპს "ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიაზე", რომელსაც 533 ჰა მიწა გადაეცა, აქედან ნახევრზე მეტი - მხოლოდ აღნაგობის სასყიდლიანი უფლებით. არც ერთი კანონის არც ერთი ნორმა ამ ხელშეკრულებით დარღვეული არ არის.

მოკლედ: ჩემი აზრით, ამ ხელშეკრულებაში სამართლებრივად სადავო არც არაფერია.

პოლიტიკურად - კი ბატონო, ალბათ მაინც სადავოა. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზით: ქვეყანაში ჯერ არ შექმნილა საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის ისეთი გამართული სისტემა, რომელიც მსგავს კონფლიქტებს ხელისუფლებასა და საზოგადოების ამა თუ იმ ფენებს შორის მინიმუმამდე დაიყვანს, ხოლო კარგი მმართველობისას - გამორიცხავს კიდეც.

ამიტომაც: ეს ნამოხვანის კრიზისი უნდა გამოვიყენოთ სწორედ ასეთი სისტემის მშენებლობისთვის და არა პირიქით, რასაცა სჩდიან - რომ ქვეყნას თავზე იმხობენ!

თუ რამეა, რამაც როგორც ცივილიზებული ერი და სახელმწიფო უნდა გაგვაერთიანოს დღეს ესაა:

"უკეთესი სისტემა უნდა შეიქმნას და არა არსებული დაინგრეს!"

ხოლო რაიმეს დასანგრევად გაერთიანება მხოლოდ დროებითია და როგორც წესი, მნგერეველები მერე ერთი-მეორეს ანგრევენ ხოლმე.

რაც ეს 30 წელი გამოცდილება გვაქვს, ხომ უნდა დავინახოთ, რომ ასეა? აღარ გვეყო ამდენი ნგრევა ბოლოს და ბოლოს"?!

trampi ნამოხვან ჰესზე მოთხოვნები მთლიანობაში სწორია!!!!!
ენერგო დამოუკიდებლობა და ეგეთი რაღაცეები არის ბლეფი...
.კი---- უნდა აშენდეს, მაგრამ გააჩნია ვინ , როგორ უნდა ააშენოს ან რის ფასად უნდა ააშენდეს......
პირველ რიგში ხელშეკრულება უნდა გახდეს აუცილებლად გამჭირვალე...............საზოგადოებამ უნდა იცოდეს რაზეა ეს გოთვერნული ხელშეკრულება დადებული ან მის შინააარს ასე რატომ მალავენ.... ისე მანდ რომ გოთვერნობას არ ჰქონდეს ადგილი, ვარიანტი არაა......
კიდევ ............... საინტერესოა ვინ და რამდენად ყიდის საქართველოს??...( და რომ ყიდიან ამაში ეჭვიც არ მეპარაება .....თუ არადა შინააარს რატომ მალავენ??)
კიდევ.......................საერთოდ მაგ ჰესის მშენებლობაზე ნებართვა და მაგ ტერიტორიის გადაცემაზე ნებართვა, თავის დროზე მიშას გაცემულია
ან საერთოდ იმ დოდგოვორზე რატო აღარაფერს აღარ ამბობენ??
მოკლედ კითხვებია ქვეყნის.....
და ერთი მთავარი .......................... მანდ , მაგ ე. წ. ,,ალალ პროტესტებში,, მიშას ხელი ურევია, მიშას ხელი!!!!!!!!!!!!!!!!!!
4 წლის უკან