მარინა კალიურანდი: პოლიტიკური პარტიების ვალდებულება, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანსა და სურვილებს

მარინა კალიურანდი: პოლიტიკური პარტიების ვალდებულება, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანსა და სურვილებს

ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების გადახედვაზე ამ კვირაში, მომავალ კვირასა და ახლო მომავალში მსჯელობა არ იქნება, რადგან პროცესი მიდის და იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები შეთანხმების მიღწევას შეძლებენ, - ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების ვალდებულება, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანსა და სურვილებს.

„ჩვენ აღნიშნული განცხადება იმის გამო გავავრცელეთ, რომ ნათელი ყოფილიყო, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კომპრომისზე წაუსვლელობას. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს იმ ვითარებაში ყოფნას, თუ პოლიტიკური კრიზისი ვერ გადაიჭრება. ჩვენ მხარს გიჭერთ და გვინდა, საქართველო წარმატებული იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ მმართველი პარტიის ვალდებულება, ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულება. ისინი უნდა დასხდნენ მაგიდასთან, გადადონ პარტიული ინტერესები და იფიქრონ ხალხზე. ხალხმა კი ძალიან მკაფიოდ თქვა სათქმელი. მათ აირჩიეს პარლამენტი და ისინი ძალიან მკაფიოდ ამბობენ, რომ სურთ საქართველოს ევროპული მომავალი. ახლა პოლიტიკური პარტიების ვალდებულება, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანსა და სურვილებს“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

Ninja მაინც ვერ გაიგებენ ამას ნაცები, ლელო და მათთან შეყუჟულები.
4 წლის უკან