"ბერა ივანიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლაზე ჯერ ქვეყანა შეყარეს, შემდეგ საკუთარ სიუჟეტშივე დაადასტურეს, რომ ვაქცინა გაკეთებული არ აქვს, ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა" - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„აურზაური არაფრის გამო. უფრო სწორად კი, აურზაური აურზაურისთვის.
უკვე მერამდენედ, ჩვენი საგამოძიებო ჟურნალისტიკა ამ სამწუხარო კლიშეს ამართლებს.
ბერა ივანიშვილის სამხრეთ კორეაში წასვლაზე ჯერ ქვეყანა შეყარეს და შემდეგ საკუთარ სიუჟეტშივე დაადასტურეს, რომ ვაქცინა გაკეთებული არ აქვს, ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, სახელმწიფო რესურსი არ გამოუყენებია, კორეაში გამგზავრებაზე რამდენიმე კვირის წინ განაცხადა.
...და, როგორც, მათთვის გასაკვირად, აღმოაჩინეს, ბერას ცოლის მშობლები, თურმე, ისევ ჩვეულებრივი კორპუსის ბინაში ცხოვრობენ...
ჰოდა, სიუჟეტი რაზე იყო? სამხრეთ კორეის საელჩოზე?
იმ მეორე სიუჟეტზე აღარაფერს ვიტყვი: რომელი ირაკლი რომელს აჯობებს. მუცლით მეზღაპრეობა, როგორც ჟურნალისტური მეინსტრიმი“.