ნიკოლოზ სამხარაძე: მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ ჩვენ მეხუთე თვეა ამ მოლაპარაკებებზე საუბარი გვიწევს

ნიკოლოზ სამხარაძე: მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ ჩვენ მეხუთე თვეა ამ მოლაპარაკებებზე საუბარი გვიწევს

მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ ჩვენ მეხუთე თვეა ამ მოლაპარაკებებზე, ამ ხელოვნური პოლიტიკური კრიზის შესხებ საუბარი გვიწევს, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„ვინ შემოვა პარლამენტში და ვინ არ შემოვა, ამით ალბათ საზოგადოებაც დაიღალა და მგონი აღარ უნდათ ამ თემაზე რაიმეს მოსმენა. ჩვენ საჯაროდ ვთქვით, რომ დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივ უნდა მოხდეს შეთანხმება. ბოლო დღეებში ჩვენ რამდენიმე პოლიტიკური პარტიისგან ვისმენთ, რომ მზად არიან ამ დოკუმენტზე მუშაობა გააგრძელონ. ეს ჩვენში აღძრავს იმედებს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ჯანსაღად მიუდგებიან ამ საკითხს. „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „გირჩმა“ საჯაროდ განაცხადეს ამაზე, „ლელოს“ პოზიციაც შერბილდა. არარადიკალური ოპოზიციის ნაწილისგან ველით, რომ გადმოდგან კონსტრუქციულ ნაბიჯებს და დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივ მოხდება შეთანხმება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.