პრინცი ფილიპე 99 წლისა გარდაიცვალა

პრინცი ფილიპე 99 წლისა გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპე 99 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სამეფო ოჯახი ავრცელებს.

„მისმა უდიდებულესობამ დედოფალმა ღრმა მწუხარებით გამოაცხადა ედინბურგის ჰერცოგის, მისი საყვარელი მეუღლის, მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინცი ფილიპეს გარდაცვალება. მისი სამეფო უდიდებულესობა დილით ვინძორის სასახლეში გარდაიცვალა“, - ნათქვამია სამეფო ოჯახის განცხადებაში.