არჩილ თალაკვაძე უკრაინელი ჟურნალისტების გამოძიებაზე: სააკაშვილი უკანონოდ ერევა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში

არჩილ თალაკვაძე უკრაინელი ჟურნალისტების გამოძიებაზე: სააკაშვილი უკანონოდ ერევა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში

სააკაშვილი უკანონოდ ერევა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში. ის ამ შემთხვევაშიც არღვევს კანონს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უკრაინელი ჟურნალისტების გამოძიებას, რომლის თანახმადაც, ექსპრეზიდენტი საქართველოში აქციებს აფინანსებს.

მისივე განცხადებით, ნათელია, რომ ყოფილი პრეზიდენტი არაფორმალურად მართავს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს.

„ეს ადამიანი წარსულში, სასამართლო ინსტანციების ყველა დონეზე, არაერთი დანაშაულისთვის, არაერთხელ იყო ნასამართლევი. ის ქართულ მართლმსაჯულებას ემალება. ეს პირდაპირ მიუთითებს, თუ რამდენად ნეგატიური და დესტრუქციული როლი აქვს ქართულ პოლიტიკაში. ის არაფორმალურად მართავს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და ზოგ შემთხვევაში, სავარაუდოდ, მასთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებსაც. კითხვების დონეზე, რა თქმა უნდა, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ უკანონოდ აფინანსებს კიდეც ამ პოლიტიკურ აქტივობებს, თუმცა ამას სჭირდება სათანადო მტკიცებულებები. ვფიქრობ, ამ კითხვებს, ოპოზიციიდან მისმა თანაგუნდელებმაც უნდა უპასუხონ. ძალიან საყურადღებოა მიხეილ სააკაშვილის მუშაობა უკრაინაში. გახსოვთ, როგორი დაპირებებით წარდგა ის უკრაინელი საზოგადოების წინაშე. ვფიქრობ, საკმარისი დრო გავიდა, რათა უკრაინელმა საზოგადოებამ შეაფასოს, რეალურად, რა გაუკეთა უკრაინას მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ამ სახელმწიფოს სუვერენული საქმეა და ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

trampi ვააააა................... ერევაო
დებილებო ................ მერე და რას უყურებთ???


არა რაააა.......ნაღდად ბნელა აი, ნაღდად ბნელა .........
კი მაგრამ კვიციანთან ბათიაშვილის ერთი ტელეფონის დარეკვა ტერორიზმი იყო (მით უმეტეს არაფერი უთქვია) და ამის მიერ მოწყობილი ეს ამდენი უბედურება, ქვეყნის აღმშენებლობაააა??
არადა ბათიაშვილს 20 წელი მისცეს და რომ არა პატრიაქრქი, ისევ ციხეში იქნებოდა......
სწორად ამისთანა რამეების გამო ვეძახი ამათ დებილებს
4 წლის უკან