არჩილ თალაკვაძე დიალოგის პროცესში პრეზიდენტის ძალისხმევას დადებითად აფასებს

არჩილ თალაკვაძე დიალოგის პროცესში პრეზიდენტის ძალისხმევას დადებითად აფასებს

მე პოზიტიურად ვაფასებ პრეზიდენტის ძალისხმევას, თუნდაც შარლ მიშელთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. ამასთან, მან შემდეგ, პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც პლატფორმა, შესთავაზა მხარეებს დიალოგისთვის და გახსოვთ, რომ პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა ამ დიალოგის განახლებამდე შედგა სწორედ პრეზიდენტთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

„დღეს მისი გზავნილები, რაც ყურადღებას ამახვილებდა ერთიანობის მნიშვნელობაზე, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე და ევროატლანტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, შიდა პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე - ვფიქრობ, რომ ეს იყო ზუსტად ის გზავნილები, რა მანდატსაც აძლევს საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.