ჩვენი მზაობა გონივრულ კომპრომისსა და შეთანხმებაზე დღესაც დღის წესრიგში დგას, მივესალმებით, თუ ოპონენტების მხრიდან ამ მიმართულებით სვლა იქნება

ჩვენი მზაობა გონივრულ კომპრომისსა და შეთანხმებაზე დღესაც დღის წესრიგში დგას, მივესალმებით, თუ ოპონენტების მხრიდან ამ მიმართულებით სვლა იქნება

ჩვენი მზაობა გონივრულ კომპრომისსა და შეთანხმებაზე დღესაც დღის წესრიგში დგას, მივესალმებით, თუ ოპონენტების მხრიდან ამ მიმართულებით სვლა იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდში თავიდანვე ხედავნენ შეთანხმების შესაძლებლობას.

„არის რაღაც კონკრეტული საკითხები, რომელი საკითხებიც თვეების განმავლობაში დღის წესრიგში დგას. ახალი რაც ნაკლებად იქნება, უკეთესია. ნუ დავამატებთ ახალ პრობლემებს. სჯობს, არსებულ საკითხებზე მოვილაპარაკოთ. ჩვენი გუნდი თავიდანვე ვხედავდით შეთანხმების შესაძლებლობას და ამ ბოლო მედიაციის დროსაც „ქართული ოცნება“ 95 პროცენტით, მათივე სიტყვებს გავიმეორებ, მზად იყო მედიატორის მიერ დასმულ საკითხებზე შესათანხმებლად. ჩვენი მზაობა ამ გონივრულ კომპრომისსა და შეთანხმებაზე დღესაც დღის წესრიგში დგას. მივესალმებით, თუ ოპონენტების მხრიდან ამ მიმართულებით სვლა იქნება. შეთანხმება ნიშნავს კომპრომისს. „ქართულ ოცნებას“ ჩვენ მეგობარ სახელმწიფოებთან მუდმივი კონტაქტი აქვს, მათ შორის, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, მედიატორის მიერ წარმოდგენილ საკითხებზე, საუბარია იმ პუნქტებზე, რომელიც ამ დოკუმენტში დაისვა. მოლაპარაკების დროს პირობებისა და მოთხოვნების მუდმივად შეცვლა მოლაპარაკების პროცესსა და შეთანხმების მიღწევას ხელს არ უწყობს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში პოლიტპატიმრები არ არიან ნახსენები.

„პოლიტპატიმრები არ გვყავს და არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში, არსად ასეთი რამ არ არის ნახსენები. ციხის კარები ღიაა და პოლიტიკური მოღვაწეობის გამო ჩვენთან ადამიანი ციხეში არ მიდის. ის მდგომარეობა რა მდგომარეობაშიცაა ნიკა მელია, ეს არის მისი პოლიტიკური არჩევანი, რომელიც საჯაროდ თქვა და თქვა, რომ კანონი უნდა დავარღვიო და თუ სახელმწიფოს შეუძლია, კანონის დაცვა – აბა დაიცვას და დამაკავოსო. დღესაც მისი არჩევანია, რომ გარეთ გამოვიდეს. რაც შეეხება ამ სიტუაციის გადაჭრას, მაშინაც ვთქვით, რომ პოლიტიკური ამნისტია არის შესაძლებლობა, რომელიც მოლაპარაკებაში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა გამოვიყენოთ, რათა 20 ივნისთან დაკავშირებული წინააღმდეგობრივი ფურცლები გადაფურცლული და დახურული იყოს და აღარ იყოს ეს ხელისშემშლელი ფაქტორი კიდევ უფრო უფრო დიდი მიზნების მისაღწევად მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.