ამირან გამყრელიძე: ყველა ინდიკატორი მიუთითებს იმას, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება

ამირან გამყრელიძე: ყველა ინდიკატორი მიუთითებს იმას, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწოდა დაიცვან რეკომენდაციები.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია პიკს უახლოვდება, რაც რეგულაციებისა და დაწესებული რეკომენდაციების დარღვევას უკავშირდება. მისივე თქმით, საყურადღებოა ვირუსის გადამდებლობის ინდექსი. ამასთან, იზრდება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლაც.

„ყველა ინდიკატორი მიუთითებს იმას, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ბოლო 1 კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ვცილდებით 500-600 შემთხვევას. ბოლო 14 დღის განმავლობაში რეპროდუქციის ინდექსი ანუ გადადმდებლობის ინდექსი იზრდება. ასევე იზრდება აქტიური შემთხვევების რიცხვი ანუ თანდათან მეტია ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.